ერდოღანი ბოგოტაში ჩავიდა

აქედან იგი კუბას და მექსიკას ეწვევა

214532
ერდოღანი ბოგოტაში ჩავიდა



თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით ერდოღანი ლათინური ამერიკის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში ჯერ კოლუმბიაში ჩავიდა და ამ ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტის აეროპორტში მას დახვდნენ კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

გამგზავრების წინ გავრცელებულ განცხადებაში მან თქვა, რომ სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის ეგიდით ახალ ურთიერთობებს დაიწყებენ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებთან და მიზნით დიდი მნიშვნელობა ექნება მის ახლანდელ ვიზიტს, რომლის ფარგლებში გაზრდიან სავაჭრო ურთიერთობებს ხსენებული რეგიონების ქვეყნებთან და პირდაპირი საჰაერო რეისებით დაუკავშირდებიან ხსენებული ქვეყნების დედაქალაქებს.

კოლუმბიაში ოფიციალურ შეხვედრებს ერდოღანი დღეს დაიწყებს და აქ დასრულებული ვიზიტის შემდეგ ჯერ კუბას და შემდეგ მექსიკას ეწვევა, სადაც ერდოღანი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA-ს ოფისის გახსნაში, იტყობინება თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახური


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები