ერდოღანი ბურსას სტუმრობდა

მას ბოშათა ჯილდო გადაეცა

213503
ერდოღანი ბურსას სტუმრობდა



ქალაქ ბურსაში მყოფ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთში მცხოვრებ ბოშათა კონფედერაციის მიერ დაწესებული ყველაზე უდიდესი ჯილდო, წლის საუკეთესო სახელმწიფო ლიდერის ჯილდო გადაეცა.

სამადლობელო სიტყვაში გამოსულმა ერდოღანმა თქვა, რომ ისეთი ქვეყანა ააშენეს, სადაც დაჩაგრულად ან დამცირებულად არ გრძნობს თავს არც ერთი ერისა თუ რელიგიის წარმომადგენელი.

იგი შეეხო დასავლეთში ისლამოფობიის გავრცელებას და თქვა, რომ სიტყვის თავისუფლებასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი და არ უნდა გადავიდეთ ერთმანეთისათვის წმინდად ჩათვლილი ღირებულებების შეურაცხყოფაზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები