ერდოღანი ხვალ მინისტრთა საბჭოს უხელმძღვანელებს

ასეთი რამ იშვიათობაა რესპუბლიკის ისტორიაში

188730
ერდოღანი ხვალ მინისტრთა საბჭოს უხელმძღვანელებს



მთელი თურქეთის ყურადღება ხვალ პრეზიდენტის ახალი რეზიდენციისაკენ იქნება მიპყრობილი, რადგან, პრეზიდენტ ერდოღანის თავჯდომარეობით პირველად გაიმართება მინისტრთა საბჭოს სხდომა, რომელზედაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მრავალ ასპექტზე გაამახვილებენ ყურაღებას, ხოლო ამის პარალელურად ამ ბოლო ხანებში ევროპაში მომძლავრებულ ისლამოფობიას და მის წინააღმდეგ ბრძოლასაც განიხილავენ.

ერდოღანი არ არის პირველი პრეზიდენტი, რომელიც მოიწვევს მინისტრთა საბჭოს. თურქეთის რესპუბლიკის 92 წლიან ისტორიაში ასეთი შეკრებები 2-2 ჯერ მოიწვიეს მე-4 პრეზიდენტმა ჯემალ გურსელმა, მე-6 პრეზიდენტმა ფაჰრი ქორუთურქმა და მე-9 პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა, ოთხჯერ მოიწვია მე-7 პრეზიდენტმა ევრენ ქენანმა, ხოლო რვაჯერ კი მე-8 პრეზიდენტმა თურქგუთ ოზალმა.

ერდოღანის წინა პრეზიდენტებს აბდულლაჰ გიულს და ნეჯდეთ სეზერს ასეთი უფლებამოსილებით არ უსარგებლიათ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები