შესაქებია თურქეთის პოლიტიკა

ჰოლანდიის მინისტრმა შეაქო სირიელებისთვის დახმარების საკითხში თურქეთის პოლიტიკა.

175617
 შესაქებია თურქეთის პოლიტიკა

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერტ ქონდერსმა მოიწონა თურქეთის ესედის რეჟიმს გაქცეულებისათვის გამოჩენილი მხარდაჭერის პოლიტიკა.
მეშვიდე ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით თურქეთში იმყოფება მრავალი უცხოელი პოლიტიკოსი.
ამ ეგიდით თურქეთში ჩამოსული ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერტ ქონდერსი ეწვია ევროკავშირთან ინტეგრაციის მინისტრს ვოლქან ბოზქირს, რომელმაც გამოკვეთა თურქეთ-ჰოლანდიას შორის არსებული 400 წლოვანი ურთიერთობების მნიშვნელობა. გაიხსენა, რომ ევროკავშირთან განხილვების თარიღი დაკონკრეტდა ჰოლანდიის როტაციული თავჯდომარეობის დროს.
სტუმარმა კი მოიწონა, რიგ საერთაშორისო პლატფორმაზე მათი ქვეყნის თურქეთთან ერთობლივად წარმართული მუშაობა და აღნიშნა, რომ შესაქებია სირიელებისთვის დახმარების საკითხში თურქეთის პოლიტიკა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები