აჰმედ დავითოღლუ შეხვდა ნეჩირვან ბარზანის

ინფორმაციები მიიღო ჩრდილოეთ ერაყის უკანასკნელ ვითარებასთან დაკავშირებით.

153696
აჰმედ დავითოღლუ შეხვდა ნეჩირვან ბარზანის

პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ, ერაყის ქურთულ რეგიონული მთავრობის (KRG) პრემიერ-მინისტრ ნეჩირვან ბარზანისთან შეხვედრაზე ინფორმაციები მიიღო ჩრდილოეთ ერაყის უკანასკნელ ვითარებასთან დაკავშირებით. სტუმარმა წარმომადგენელთა ჯგუფმა კი მადლობა გამოთქვა თურქეთის მიმართ მხარდაჭერისთვის.
პრეს ცენტრის ცნობით, შეხვედრა გაიმართა სტამბოლის დოლმაბაჰჩეს მთავრობის ოფისში.
დავუთოღლიმ გამოკვეთა, რომ თურქეთისთვის მნიშვნელოვანია ერაყის და ქურთულ რეგიონული მთავრობის უსაფრთხოება. მომავალში უფრო გაიზრდება თურქეთთან თანამშრომლობა და მხარდაჭერა. კმაყოფილება გამოთქვა ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებას და ქურთულ რეგიონულ მთავრობას შორის თანამშრომლობით.
გამოთქვა რწმენა, რომ მომავალი კვირისთვის ერაყის პრემიერის ჰაიდარ ელ იბადის თურქეთში ვიზიტით თურქეთ-ერაყის ურთიერთობებში უფრო დიდი წინსვლა მოხდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები