პრემიერმა ქალაქ ადანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრა

პრემიერმა დავუთოღლუმ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის კონგრესზე ადანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრა

147970
პრემიერმა ქალაქ ადანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრა

თურქეთის პრემიერი აჰმედ დავუთოღლუ სიტყვით გამოვიდა ქალაქ ადანაში გამართულ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ადანის პროვინციის კონგრესზე და განაცხადა, რომ სირიაში, ერაყსა და კავკასიაში მშვიდობის დამყარებასთან ერთად რეგიონის ყველაზე დიდი სასოფლო სამეურნეო აუზი, ყველაზე დიდი სავაჭრო აუზი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტები ჩუქუროვასა და ადანაში იქნება.

მისივე თქმით, რეგიონალური აეროპორტის მშენებლობა 2016 წელში დასრულდება, რის შემდეგაც ადანა ყველა საერთაშორისო მოთხოვნას დააკმაყოფილებს. დავუთოღოლუმ ასევე დასძინა, რომ კონია-მერსინი-ადანას სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ შიდა ანატოლია ხმელთაშუა ზღვისპირეთს დაუკავშირდება. თურქეთის პრემიერის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი 1550 საწოლიანი ინტეგრირებული სამედიცინო კომპლექსი ასევე ადანაში აშენდება.

აჰმედ დავუთოღლუმ ასევე განაცხადა, რომ მათ პერიოდში დაახლოებით 500 ათასი ჰექტარ ტერიტორიაზე სარწყავი სისტემები აიგო, რითაც იგი სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოსადეგი გახდა და ადანის ბარაქიანი მიწები კიდევ უფრო ბარაქიანი, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტირებისა და ჯანდაცვის სფეროში ლიდერი ქალაქი გახდება. მას ასევე დაამატა, რომ ერაყის პრემიერ იბადისთან ერთად ორი კვირის შემდეგ თურქეთში უმაღლესი რანგის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრას გამართავენ და მათი სურვილია ერაყის ნავთობის ყველაზე უხიფათო ხაზი ადანამდე მივიდეს და ასევე მათი მიზანია კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის ნავთობმა ჯეიჰანამდე ჩააღწიოს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები