პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი ესტონეთში გადავიდა

შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაბრუნდება სამშობლოში.

169134
პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი ესტონეთში გადავიდა

პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი ლატვიის ვიზიტის შემდეგ, ესტონეთში გადავიდა. ოფიციალური ცერემონიით შეხვედრის შემდეგ, რ.თ. ერდოღანი პირისპირ შეხვედრას გამართავს ამ ქვეყნის პრეზიდენტთან თოომას ჰენდრიკ ილვესთან.
წარმომადგენელთა ჯგუფებს შორის შეხვედრის შემდეგ ჩატარდება ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მემორიალზე ყვავილის გვირგვინის დადების შემდეგ, იგი შეუერთდება საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის მხრიდან, მის საპატივსაცემოდ გამართულ სადილს.
შეხვდება ესტონეთის პარლამენტის სპიკერს ეიკი ნესტორს.
მოინახულებს ნატოს კიბერ თავდაცვის ცენტრს და ესტონეთის დემოს ცენტრს.
შეხვედრების დასრულების და მის საპატივსაცემოდ გამართული ვახშამის შემდეგ კი დაბრუნდება სამშობლოში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები