ერდოღანმა ნიუ ორკში პრეს კონფერენცია გამართა

“IŞİD-ის წინააღმდეგ ანკარაც იბრძოლებს“

136296
ერდოღანმა ნიუ ორკში პრეს კონფერენცია გამართა



გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით ნიუ ორკში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟურნალისტებთან პრეს კონფერენცია გამართა და შეეხო რა ამერიკული ავიაციის მხრიდან ერაყის და სირიის ისლამური სახელმწიფო ორგანიზაციის IŞİD-ის სირიაში არსებული ობიექტების დაბომბვას, ოფიციალური ანკარის სახელით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაიშურებენ ძალისხმევას და თურქეთიც ყველანაირ სამხედრო, პოლიტიკურ და ლოგისტიკურ დახმარებას გაუწევს კოალიციას.

იგი შეეხო რა სირიელი ლტოლვილების საკითხსაც, თქვა, რომ უკვე 1,5 მილიონზე მეტი სირიელი შემოვიდა თურქეთში და ამიტომ დღის წესრიგში დგება ბუფერული ზონის შექმნის აუცილებლობა, რადგან, ამდენი ლტოლვილის შემოსვლა უარყოფით სოციოლოგიურ ზეგავლენას ახდენს თურქეთის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და საჭიროა მისი აღმოფხვრა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები