ერდოღანმა ნიუ-იორკში პირისპირი შეხვედრები გამართა

ნიუ-იორკში ჩასულმა რ. თ. ერდოღანმა სხვადასხვა ქვეყნისა და მთავრობის მეთაურებთან პირისპირი შეხვედრები გამართა

136746
ერდოღანმა ნიუ-იორკში პირისპირი შეხვედრები გამართა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში ჩასულმა რ. თ. ერდოღანმა სხვადასხვა ქვეყნისა და მთავრობის მეთაურებთან პირისპირი შეხვედრები გამართა.

თურქეთის პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა იტალიის პრემიერმინისტრთან მატეო რენზისთან ჩაატარა. ერდოღანი ასევე შეხვდა ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანის, ერაყის პრეზიდენტს ფუათ მასუმს, პალესტინის სახელმწიფოს მეთაურს მაჰმუდ აბბას, სლოვენიელ კოლეგას ბორუთ პაჰორს, რუმინეთის პრემიერს ვიქტორ პონტას, საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და გრენადის პრემიერს კეიტ მიჩელს.

ერდოღანმა გაეროს კლიმატის სამიტშიც მიიღო მონაწილეობა.

თურქეთის პრეზიდენტი ასევე დაესწრო ამერიკის პრეზიდენტის სახელით სტუმარი ლიდერებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად გამართულ მიღებას. საღამოს კი გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნთან საქმიანი ვახშამი გამართა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები