დავუთოღლუ ჩრდილოეთ კვიპროსს სტუმრობდა

ეს იყო პრემიერის რანგში მისი პირველი უცხოური ვიზიტი

128612
დავუთოღლუ ჩრდილოეთ კვიპროსს სტუმრობდა



პრემიერმინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ პირველი უცხოური ვიზიტი ამ რანგში გუშინ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში განახორციელა და ჯერ ამ სახელმწიფოს დამფუძნებლების, ფაზილ ქუჩუქის და რაუფ დენქთაშის საფლავებს ეწვია და ყვავილების გვირგვინით შეამკო ისინი, შემდეგ მას ოფიციალური შეხვედრა მოუწყო ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერმა დერვიშ ეროღლუმ და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც სამხრეთ კვიპროსს და საბერძნეთს მოუწოდეს, ყოველგვარი დროის დაკარგვის გარეშე, თანაც საბოლოოდ და სამუდამოდ მოაგვარონ კუნძულის პრობლემა.

გუშინვე დავუთოღლუს პირისპირი შეხვედრები მოუწყეს ასევე ჩრდილოეთ კვიპროსის პარლამენტის თავჯდომარემ სიბელ სიბერმა და თავისმა კოლეგამ ოზქან იორგანჯიოღლუმ.

დავუთოღლუმ მათთან საუბარში კიდევ ერთხელ მყარი გარანტია მისცა კვიპროსელ თურქებს და აღნიშნა, რომ ანკარა როგორც გარანტიორი ქვეყანა, მათ არასოდეს მიატოვებს ბედის ანაბარა. გუშინ საღამოს თურქი პრემიერი სამშობლოში დაბრუნდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები