თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, პარიზში გამ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, პარიზში გამართულ კონფერენციას დაესწრო, რომლის თემასაც წარმოადგენდა „მშვიდობა და სტაბილურობა ერაყში“.

127321

ჩავუშოღლუმ ტვიტერით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები მხოლოდ ამ პრობლემების წარმომქმნელი მთავარი მიზეზების აღმოფხვრით იქნება შესაძლებელი“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ერაყის მთავრობის მიერ სრულიად ერაყის მოსახლეობის მომცველი პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი ქვეყნისა და რეგიონის სტაბილურობისათვის.

ჩავუშოღლუმ კმაყოფილება გამოთქვა ერაყში ახალი მთავრობის შექმნის გამო და დაამატა, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრთა დროულ დანიშვნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ერაყის სტაბილურობა და უსაფრთხოება სირიიდან დამოუკიდებლად წარმოუდგენელია და დაამატა, რომ „მანამ, სანამ სირიის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლების სათავეში იქნება, ერაყსა და რეგიონში სტაბილურობის დამყარება შეუძლებელი იქნება“.

საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები