ევროკავშირის საკითხების მინისტრი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს

ევროკავშირის საკითხების მინისტრი ვოლკან ბოზქირი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს ლისაბონიდან იწყებს

122153
ევროკავშირის საკითხების მინისტრი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს

ევროკავშირის საკითხების მინისტრი ვოლკან ბოზქირი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს ლისაბონიდან იწყებს. ბოზქირი, პორტუგალიაში ვიზიტის დროს თურქეთში გატარებულ რეფორმებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებს.

ევროკავშირის საკითხების მინისტრი და მთავარი მომლაპარაკებელი, ბოზქირი, პორტუგალიაში პირველ შეხვედრას პრემიერ პედრო პასოს კოელოსთან გამართავს. იგი ასევე შეხვდება ვიცეპრემიერ პაულო პორტას და პარლამენტის წარმომადგენლებს.

თურქი მინისტრი ხვალ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინიტრს შეხვდება და მასთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

პორტუგალია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ქვეყანაა.

თურქეთსა და ევროკავშირს შორის დღემდე მოლაპარაკებების 14 ქვეთავია გახსნილი, ხოლო ერთი კი დახურული. სხვა გამოუცხადებელ ქვეთავებზე მოლაპარაკებების დაწყებას პოლიტიკური მოტივებით ხელს უშლიან განსაკუთრებით სამხრეთ კვიპროსი და საფრანგეთი, თუმცა თურქეთი ამის მიუხედავად, მზადაა მინიმუმ 28 ქვეთავზე დაიწყოს მოლაპარაკება.

თურქეთის ევროკავშირის საკითხების მინისტრი ვოლკან ბოზქირი მომდევნო კვირაში ბრიუსელსა და სტრასბურგში ჩაატარებს შეხვედრებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები