თურქეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

მე-12 პრეზიდენტი რეჯეპ თაიიპ ერდოღანი გახდა

86340
თურქეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს



არაოფიციალური შედეგებით პრემიერმა ერდოღანმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და თურქეთის რიგით მე-12 პრეზიდენტი გახდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერდოღანი ხალხის მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტი გახდა, რადგან აქამდე პრეზიდენტს თურქეთში პარლამენტი ირჩევდა.

ახლა ხვალ ცესკო ჯერ არჩევნების არაოფიციალურ შედეგებს გამოაქვეყნებს, ხოლო 15 აგვისტოს კი ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს.

ამ გამარჯვების კვალდაკვალ ერდოღანი დასტოვებს მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK Parti) თავჯდომარეობას, რის გამოც ეს პარტია უახლოეს ხანებში საგანგებო ყრილობას ჩაატარებს და ახალ თავჯდომარეს აირჩევს.

თურქეთის მე-11 პრეზიდენტ აბდულლაჰ გიულს 28 აგვისტოს უთავდება საპრეზიდენტო ვადა და ერდოღანის ინაუგურაციაც ქვეყნის პარლამენტში სწორედ ამ დღეს შესდგება.

პრეზიდენტ ერდოღანის პირველი საქმე იქნება მმართველი პარტიის ახალი თვაჯდომარისათვის ახალი მთავრობის შექმნის დავალება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები