თურქეთის 87 უნივერსიტეტის რექტორმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღო

66139
თურქეთის 87 უნივერსიტეტის რექტორმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღო


თურქეთის 87 უნივერსიტეტის რექტორმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღო, რომელშიც დაგმობილია ისრაელის მხრიდან ღაზაზე მიმდინარე თავდასხმები. მასში აღნიშნულია, რომ ღაზაში დიდი ადამიანური ტრაგედია ხდება და მთელი მსოფლიო ამ ხოცვა-ჟლეტის მიმართ ისე იქცევა, როგორც ყრუ-მუნჯი. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით, ისლამური სამყარო, ვალდებულია ისრაელის ხელისუფლების წინააღმდეგ ერთობლივად იმოქმედოს. აქვე აღნიშნულია, რომ ამ ვერაგული თავდასხმებით ისრაელის მთავრობა შედეგს ვერ მიაღწევს, თუმცა რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს დუმილს კაცობრიობა ამ ჩაგვრისა და ტანჯვის მიმართ, მით უფრო მეტ ამბავს მოვისმენთ დაღუპული ბავშვების შესახებ.

დეკლარაციის მიხედვით, ღაზაში არსებული ტირანიის წინააღმდეგ ეროვნულ და საერთაშორისო პლატფორმაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ყველა სახის პასუხისმგებლობას აიღებენ და ღაზისათვის ყველა უნივერსიტეტში მხარდაჭერის კამპანიები დაიწყება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები