ლიბიაში 2 თურქი მუშა გაიტაცეს

გამტაცებლების ვინაობა არ არის ცნობილი

110051
ლიბიაში 2 თურქი მუშა გაიტაცეს


ლიბიიდან მიღებული ცნობებით ამ ქვეყანაში მომუშავე ორი თურქი მოქალაქე გატაცებულ იქნა უცნობი პირების მხრიდან.

როგორც განაცხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტრიპოლში აჰმეტ იაქიჯიმ, იგი დაუკავშირდა ლიბიის დროებით პრემიერმინისტრ აბდულლაჰ ეს სენის და გატაცებულების ძებნა-განთავისუფლება მოსთხოვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი მათ ხშირი კონტაქტები აქვთ ლიბიის სამართალდამცავებთან, რომლებიც ყველანაირ ძალ ღონეს ხმარობენ გატაცებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და განთავისუფლებისათვის.

რამდენიმე დღის წინ ლიბიის აღმოსავლეთში ამბოხებულებმა თურქ და კატარელ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები