დავუთოღლუ ჯიდეში ითო-ს 41-ე მინისტერიალს დაესწრო

100443
დავუთოღლუ ჯიდეში ითო-ს 41-ე მინისტერიალს დაესწრო


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ჯიდეში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის 41-ე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოსვლისას ერაყში გატაცებული თურქეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და დაამატა, რომ თურქეთის მოქალაქეების გასათავისუფლებლად აქტიურ დიპლომატიურ სამუშაოებს ახორციელებენ.

დავუთოღლუმ თურქეთის კიდევ 15 მოქალაქის გატაცების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.

ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა კიდევ დამატებით ერაყის რვა პროვინციაში მოგზაურობისაგან თავი შეიკავონ. განცხადებაში ნათქვამია : „შიიტებით დასახლებულ სამხრეთ პროვინციებში სხვა ქვეყნებთან ერთად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგაც უსაფუძვლო ბრალდებებზე დამყარებული ანტი პროპაგანდა მიმდინარეობს“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დაადასტურა ელ ნუსრას ფრონტის ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ამავდროულად, კრიზისულმა ცენტრმა მონაცემები გაავრცელა, რომლის თანახმადაც, 11 ივნისიდან დღემდე ერაყიდან თურქეთის 31 ათას 308 მოქალაქე სახმელეთო გზით, ხოლო 6 ათას 990 კი საჰაერო გზით სამშობლოში დაბრუნდა. აქვე აღნიშნულია, რომ ერაყის რისკის შემცველ 15 პროვინციაში კვლავ რჩება თურქეთის 3-4 ათასი მოქალაქე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები