თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მეოთხე სამიტს თურქ

83900
თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მეოთხე სამიტს თურქ

თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მეოთხე სამიტს თურქეთი მასპინძლობს. სამიტის თემა „ტურისტული თანამშრომლობა“ გახლავთ.

გუშინ ბოდრუმში დაწყებულ სამიტს პრეზიდენტი აბდულლა გიული, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის სახელმწიფოს მეთაური ნურსულთან ნაზარბაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, თურქმენეთის სახელმწიფოს მეთაური გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და მინისტრები ესწრებოდნენ. სამიტი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით დაიწყო.

სამიტში მონაწილე ლიდერები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან.

ტურისტული თანამშრომლობის საკითხზე სამინისტროების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგებს სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრაზე განიხილავენ.
თურქული საბჭოს გენერალური სამდივნო პრესკონფერენციას გამართავს, რომელზედაც სამიტის შედეგებს შეაფასებენ.

ამავდროულად, პრეზიდენტმა აბდულლა გიულმა სამიტში მონაწილე ლიდერებთან პირისპირი შეხვედრები გამართა, რომლებზედაც ენერგო, ტრანსპორტის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

შეხვედრების დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტ აბდულლა გიულის სახელით სტუმარი ლიდერების პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები