თურქეთის პრემიერმინისტრმა რ. თ. ერდოღანმა გუშინ მოსახელობას სატე

79153
თურქეთის პრემიერმინისტრმა რ. თ. ერდოღანმა გუშინ მოსახელობას სატე


თურქეთის პრემიერმინისტრმა რ. თ. ერდოღანმა გუშინ მოსახელობას სატელევიზიო ეთერიდან მიმართა. მან მრავალ თემაზე ისაუბრა, მათ შორის რამდენიმე ხნის წინ სომას მაღაროში დატრიალებულ ტრაგედიაზე და დასძინა, რომ მომხდარში დამნაშავეები აუცილებლად გამოვლინდებიან და ვერავინ შესძლებს დანაშაული დაფაროს. მისივე თქმით, გულგრილობა, გაუფრთხილებლობა, ნაკლოვანებები გამოვლინდება, სათანადო ღონისძიებები გატარდება და იმისათვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს, გაიზრდება უსაფრთხოების ზომები და გამკაცრდება კანონმდებლობა და კონტროლი.

პრემიერმა ერდოღანმა 10 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე არეულობის მოწყობის მსურველნი გააფრთხილა და განაცხადა, რომ არჩევნებამდე ზოგიერთებმა შესაძლოა ბინძური თამაში დაიწყოს და დაამატა: „მჯერა, რომ თქვენ ამ წაქეზებას ყურადღებას არ მიაქცევთ, არჩევნებზე მიხვალთ და თავისუფალი ნებით თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს აირჩევთ“.

თურქეთის პრემიერმა მწვავე რეაქცია გამოხატა მისი გერმანიაში ვიზიტის დროს გერმანული მედიის პოზიციის გამო და დასძინა, რომ გერმანული მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიზიტის პროვოკაციისათვის საჯაროდ რასისტული გამონათქვამების გამოყენებასაც კი არ მოერიდა. პრემიერმა ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში მზარდი ქსენოფობიის, რასისტული თავდასხმების და ამ საფრთხის წინააღმდეგ ღონისძიებები იქნება გატარებული და წინა პლანზე ტოლერანტობა წამოიწევს.

რ. თ. ერდოღანმა სტამბოლის აღების 561-ე წლისთვის გამო საუბარი მეჰმედ მეორე ფათიჰის მოგონებით დაასრულა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები