თურქეთის ვიცეპრემიერი ემრულლაჰ იშლერი ოფიციალური ვიზიტით მონტენე

77325
თურქეთის ვიცეპრემიერი ემრულლაჰ იშლერი ოფიციალური ვიზიტით მონტენე


თურქეთის ვიცეპრემიერი ემრულლაჰ იშლერი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში იმყოფება, სადაც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TİKA-ს პროექტების გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ემრულლაჰ იშლერის ვიზიტი დედაქალაქ პოდგორიცაში პრეზიდენტ ფილიპ ვუჟანოვიჩთან შეხვედრით დაიწყო.

შეხვედრის შემდეგ ვიცეპრემიერმა TİKA-ს პოდგორიცას ოფისში გადაინაცვლა, სადაც მონტენეგროში მათ პროექტებზე ისაუბრა. იშლერმა დასძინა, რომ თურქეთი მხარს უჭერს მონტენეგროს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში გაწევრიანებას და დაამატა, რომ TİKA ამ ქვეყანაში არსებული ოსმალური ძეგლების რესტავრაციასთან ერთად სხვა მრავალ სფეროშიც ახორციელებს პროექტებს. 

ემრულლაჰ იშლერმა შეხვედრა გამართა ასევე თავის კოლეგა რაფეთ ჰუსოვიჩთან. შეხვედრაზე ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის კავშირები არსებობს და მონტენეგროში წარმოებული პროექტების გამო TİKA-ს მადლობა გადაუხადა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები