ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთ

76606
ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთ


ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა და მასში ნათქვამია: „2014 წლის 22-25 მაისს ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებში ქსენოფობიური, იმიგრაციის მოწინააღმდეგე, ევროკავშირის პროექტზე მოკამათე, რადიკალური გამონათქვამებით გამორჩეულ პარტიათა მანდატების რაოდენობის გაზრდის გამო შეშფოთებას გამოვთქვამთ“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური კრიზისის გავლენა ისევ გრძელდება და ამაზე საპასუხო რეაქციად ევროკავშირის ქვეყნებში ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმები საჭიროა სწორად იქნას შეფასებული და ამის მიხედვით საჭიროა პრევენციული პოლიტიკა განისაზღვროს. აქვე კმაყოფილებაა გამოთქმული ევროპარლამენტში წარმოშობით თურქი პარლამენტარების მოხვედრის გამო. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები