დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ჯემილ ჩიჩეკი

მოლდავეთის დედაქალაქ კიშინოვში იმყოფება

64483
დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ჯემილ ჩიჩეკი

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ჯემილ ჩიჩეკი მოლდავეთის დედაქალაქ კიშინოვში იმყოფება. პირველ რიგში იგი შეხვდა თავის კოლეგას იგორ კორმანს და გამოკვეთა თურქეთ-კიშინოვის ურთიერთობების მნიშვნელობა. აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებისთვის დიდ მნიშვნელოვანი იქნება უვიზო რეჟიმის და სავაჭრო შეთანხმების უმოკლეს დროში ძალაში შესვლა.
მოლდავეთის პრეზიდენტ ნიკოლა ტიმოვტისთან შეხვედრის შემდეგ, ჯემილ ჩიჩეკის შეხვედრები გაგრძელდა მოლდავეთის ავტონომიურ ოლქში გოქოღუზში. ქრისტიანი თურქებით დასახლებულ რეგიონში, ჩიჩეკს შეხვედრა მოუწყო სახელმწიფო მინისტრმა მიხელ ფორმუზალმა. მოინახულა რეგიონის დედაქალაქ კომრატკის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეხვდა სტუდენტებს. აღნიშნა, რომ იციან რეგიონის ცენტრალური ადმინისტრაციის სირთულეები და საჭიროა დაუყოვნებლივ სამუშაო ჯგუფის შექმნა. ჯემილ ჩიჩეკი, შემდეგ, გადავა სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე მონაწილეობისთვის რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები