ევროპის 22-ე ტაეკვანდოს ჩემპიონია სერვეთ თაზეგული

შვეიცარიის ქალაქ მონთროში, მამაკაცებს შორის, ევროპის 22-ე ტაეკვანდოს ჩემპიონატის 68 კგ. წონით კატეგორიაში, თურქმა სპორტსმენმა სერვეთ თაზეგულმა, მოიპოვა ოქროს მედალი და გახდა ევროპის ჩემპიონი

495043
ევროპის 22-ე ტაეკვანდოს ჩემპიონია სერვეთ თაზეგული

შვეიცარიის ქალაქ მონთროში, მამაკაცებს შორის, ევროპის 22-ე ტაეკვანდოს ჩემპიონატის 68 კგ. წონით კატეგორიაში, თურქმა სპორტსმენმა სერვეთ თაზეგულმა, მოიპოვა ოქროს მედალი და გახდა ევროპის ჩემპიონი.

პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ, მეორე ტურში დაუპირისპირდა ანდორელ ბორის რუიზის, რომელიც დაამარცხა 6-2. მეოთხედფინალურ შეჯიბრში 9-7 მოუგო რუს სპორტსმენს ვიაჩესლავ მინინს. გავიდა ნახევარ ფინალში, სადაც დაუპირისპირდა, წინა ტურში დამარცხებული მინინის ტყუპ ძმას კონსტანტინე მინინს და დაამარცხა 15-5.

ფინალში შეხვდა თურქმენი წარმომავლობის გერმანელ სპორტსმენს ჰამზა ადნან ქარიმს, დაამარცხა 6-5 და მოიპოვა ოქროს მედალი.

სერვეთ თაზეგული, 2008, 2010, 2012 და 2014 წლების შემდეგ, 5-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი.

თურქეთის მეორე წარმომადგენელმა ზელიჰა აღრისმა ქალთა შორის, 53 კგ წონით კატეგორიაში, მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

 

 

 



მსგავსი ინფორმაციები