დღეს, თურქეთი და საქართველო ევრო 2024 პირველ შეხვედრას გამართავენ

მატჩი, TRT 1-ს არხებზე პირდაპირ იქნება ტრანსლირებული

2153773
დღეს, თურქეთი და საქართველო ევრო 2024 პირველ შეხვედრას გამართავენ

გერმანიის მასპინძლობით მიმდინარე, ევრო 2024 გრძელდება.

თურქეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებები, რომლებიც F ჯგუფში ასპარეზობენ, დღეს, ჯგუფურ პირველ შეხვედრას გამართავენ.

დორტმუნდის სტადიონზე გასამართი, თურქეთ-საქართველოს მატჩი, ანკარის დროით, 19:00 საათზე, ხოლო თბილისის დროით, 20:00 საათზე იწყება.

თურქეთ-საქართველოს მატჩს, არგენტინელი მსაჯი ფაკუნდო ტელო განსჯის.

მატჩი, TRT 1-ს არხებზე პირდაპირ იქნება ტრანსლირებული.

თავის მხრი, დღეს ასევე გაიმართება F ჯგუფის მეორე მატჩიც.

პორტუგალია-ჩეხეთის მატჩი თურქეთის დროით, 22:00 საათზე დაიწყება და TRT 1-ს არხებზე პირდაპირ იქნება ტრანსლირებული.


საკვანძო სიტყვები: #TRT 1-ს არხი , #საქართველო , #თურქეთი , #EURO 2024

მსგავსი ინფორმაციები