როგორ შეაფასა ნიკოლ ფაშინიანმა 1915 წლის მოვლენები?

როგორ შეაფასა ნიკოლ ფაშინიანმა 1915 წლის მოვლენები?

2128364
როგორ შეაფასა ნიკოლ ფაშინიანმა 1915 წლის მოვლენები?

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ტერმინების „უდიდესი ბოროტება“ (Meds Yeghern) და „დანაშაული“ გამოყენებამ, მის ქვეყანაში კამათი გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა, Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, მიმართვა თემაზე, „სომხეთის რესპუბლიკის სოციალური ფსიქოლოგია“, რომელიც მომზადებულია მმართველი პარტიის, სამოქალაქო ხელშეკრულება პოლიტიკური სკოლისთვის.

ფაშინიანი ამტკიცებს, რომ მე-17 საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰის, აბასის მიერ სომხების გადასახლებამ ირანში ღრმა გავლენა მოახდინა ხალხის სოციალურ ფსიქოლოგიაზე.

ფაშინიანი ასევე შეეხო 1915 წლის მოვლენებს და ტერმინი „გენოციდი“ არ გამოიყენა, არამედ, მის ნაცვლად, „უდიდესი ბოროტება“ (Meds Yeghern) და „დანაშაული“ გამოიყენა.

ფაშინიანის სიტყვები, რომელსაც ოპოზიციური წრეების უარყოფითი რეაქცია მოკლე დროში მოჰყვა, ქვეყანაში დღის წესრიგში დადგა.

ნიკოლ ფაშინიანს კრიტიკისთვის ჯერ არ უპასუხია.



მსგავსი ინფორმაციები