ალიევმა და ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ალიევმა და ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს

2133314
ალიევმა და ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენმა პრეზიდენტ ალიევს მიულოცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების განსაზღვრაზე მიღწეული შეთანხმების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას მხარს უჭერს ამერიკის შერთებული შტატები.

ალიევმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის დელიმიტაციის კომისიის მიერ მიღწეული შეთანხმება დიალოგისა და ურთიერთგაგების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგია. მან განაცხადა, რომ საზღვრის დადგენის სამუშაოების დაწყება პოზიტიური ნაბიჯია და ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მტკიცე გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს მშვიდობა.

სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ადამიანის უფლებების, ენერგეტიკის, კლიმატის და COP29-ის (2024 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია) სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.


საკვანძო სიტყვები: #აზერბაიჯანი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები