ირანი ისრაელის წინააღმდეგ შესაძლო შურისძიებას „თავდაცვად“ მიიჩნევს

ირანი ისრაელის წინააღმდეგ შესაძლო შურისძიებას „თავდაცვად“ მიიჩნევს

2126973
ირანი ისრაელის წინააღმდეგ შესაძლო შურისძიებას „თავდაცვად“ მიიჩნევს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ისინი ისრაელის წინააღმდეგ შესაძლო შურისძიებას „თავდაცვად“ მიიჩნევენ, დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების მიხედვით, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან სატელეფონო საუბრისას არ მიიღო ბერლინის მოწოდება ისრაელის მიმართ მაქსიმალური თავშეკავების შესახებ.

ამავე ინფორმაციით, ამირ-აბდოლაჰიანმა ბერბოკთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ამჟამინდელი პრობლემების მოგვარების ერთადერთი გამოსავალი არის, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შეჩერება.

„მიზეზი, თუ რატომ იყო გერმანიის მცდელობები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისკენ, უნდა ვეძებოთ იმაში, რომ გერმანიამ ვერ შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი, სანამ ეს გენოციდი გრძელდება. რაც შეეხება, 1 აპრილს დამასკოში ირანის საკონსულოზე ისრაელის თავდასხმას, იმ შემთხვევაში, როდესაც ისრაელის რეჟიმი სრულად არღვევს საერთაშორისო კანონს, ვენის კონვენციას და პირთა და დიპლომატიური ადგილების იმუნიტეტს, მათი დასჯა ლეგიტიმური დაცვაა“, ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, გაეროში ირანის მუდმივი წარმომადგენლობა აცხადებს, რომ  თეირანს არ დასჭირდება ისრაელზე შურისძიება, თუ გაეროს უშიშროების საბჭო დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმას დაგმობს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა 1 აპრილს საჰაერო თავდასხმა განახორციელა დამასკოში ირანის საელჩოში საკონსულოს შენობაზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის ირანის რევოლუციური გვარდიის არმიის, 2 გენერალი.



მსგავსი ინფორმაციები