ევროკავშირის ხარდაჭერის პაკეტი უკრაინას

ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს 5 მილიარდი ევროს მხარდაჭერა უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის

2115247
ევროკავშირის ხარდაჭერის პაკეტი უკრაინას

ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს 5 მილიარდი ევროს მხარდაჭერა უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის, რომელიც 2 წელია რუსეთთან იბრძვის.

ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე ბელგიის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტში ნათქვამია, რომ „ევროპის მშვიდობის ფონდი“-ს სახელწოდების ფინანსური ფონდის რეფორმის გადაწყვეტილება მიიღეს.

პოსტის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები პრინციპში შეთანხმდნენ, რომ რეფორმის ფარგლებში უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებული ფონდი 5 მილიარდი ევროთი გაზარდონ.

პოსტში ნათქვამია: „ძალაშია ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას მუდმივი მხარდაჭერა გაუწიოს და ქვეყნის თავდაცვისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდოს“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟიზეფ ბორელმა X-ით გაკეთებულ პოსტში თქვა: „მესიჯი ნათელია: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას გამარჯვებაში“.



მსგავსი ინფორმაციები