აზერბაიჯანმა „საპასუხო ოპერაცია“ განახორციელა

აზერბაიჯანმა „საპასუხო ოპერაცია“ განახორციელა

2101509
აზერბაიჯანმა „საპასუხო ოპერაცია“ განახორციელა

მას შემდეგ, რაც საზღვარზე აზერბაიჯანის ერთ-ერთი ჯარისკაცი სომხეთიდან გასროლილი ცეცხლის შედეგად დაშავდა, „საპასუხო ოპერაცია“ განახორციელა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მესაზღვრეებმა გუშინ სომხეთის პროვოკაციაზე საპასუხოდ ოპერაცია ჩაატარეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოზიცია, საიდანაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიმართ ცეცხლი გაიხსნა, მთლიანად განადგურდა და სომეხ ჯარისკაცებს შორის იყო მსხვერპლი.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სომხეთის პროვოკაციებს ამიერიდან უფრო სერიოზული და გადამწყვეტი ზომებით უპასუხებენ და აღინიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ადმინისტრაციას ეკისრება.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი დასკვნით, აზერბაიჯანის საპასუხო ოპერაციის შედეგად მათი ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

ცნობისათვის, გუშინ  სომხეთის მხრიდან ზანგელანის მიმართულებით აზერბაიჯანული პოზიციების მიმართ პროვოკაციული ცეცხლი იქნა გახსნილი. შედეგად, აზერბაიჯანის ერთი ჯარისკაცი დაიჭრა.



მსგავსი ინფორმაციები