აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

2098697
აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება.

პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.

ქვეყანაში 6 537 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის 30 წლიანი სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულ რეგიონებში.

ცნობისათვის, აზერბაიჯანში რეგისტრირებულია 6,5 მილიონი ამომრჩეველი.

ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, არჩეული პრეზიდენტი ამ თანამდებობას 7 წლის განმავლობაში დაიკავებს.



მსგავსი ინფორმაციები