ისრაელსა და ჰამასს შორის შეტაკების „ჰუმანიტარული პაუზის“ მე-5 დღე დასრულდა

ისრაელსა და ჰამასს შორის ორი დღით გახანგრძლივებული შეტაკების „ჰუმანიტარული პაუზის“ მე-5 დღე დასრულდა

2070138
ისრაელსა და ჰამასს შორის შეტაკების „ჰუმანიტარული პაუზის“ მე-5 დღე დასრულდა

ისრაელსა და ჰამასს შორის ორი დღით გახანგრძლივებული შეტაკების „ჰუმანიტარული პაუზის“ მე-5 დღე დასრულდა.

გუშინ საღამოს ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში მყოფი 10 ისრაელელი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს გადასცეს. სანაცვლოდ ისრაელის ციხეებში მყოფი 30 პალესტინელი ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს.

„ჰუმანიტარული პაუზის“ ხელშეკრულების ფარგლებში მძევალთა გაცვლის შეთანხმების ჩარჩოებში, რომელიც ძალაში შევიდა პარასკევს 07:00 საათზე, 61 ისრაელელი მძევალი, რომელთაგან ერთი მამაკაცია, დანარჩენები ქალები და ბავშვები, ღაზის სექტორიდან გაათავისუფლეს, ხოლო ისრაელის ციხეებიდან ამ დრომდე 180 პალესტინელი ქალი და ბავშვია გათავისუფლებული.

იმავდროულად, ღაზის მთავრობის მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა, მათ შორის 6 ათას 150-ზე მეტი ბავშვი და 4 ათასზე მეტი ქალია.


საკვანძო სიტყვები: #ღაზა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები