30 ნოემბერს აზერბაიჯან-სომხეთს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება

30 ნოემბერს აზერბაიჯან-სომხეთს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება

2068244
30 ნოემბერს აზერბაიჯან-სომხეთს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომა 30 ნოემბერს გაიმართება.

სომხეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „Armenpress“-ის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულია წინასწარი შეთანხმება საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მოწვევის შესახებ.

„წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრისა და საზღვრის უსაფრთხოების შესახებ კომისიის მორიგი შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება“, განაცხადა ბადალიანმა.

შეგახსენებთ, რომ  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 ნოემბერს მოუწოდა სომხეთს დაიწყოს პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები