იერუსალიმის ბერძნულმა მართლმადიდებლურმა საპატრიარქომ დაგმო ისრაელის ეკლესიაზე თავდასხმა

იერუსალიმის ბერძნულმა მართლმადიდებლურმა საპატრიარქომ დაგმო ისრაელის ეკლესიაზე თავდასხმა

2053365
იერუსალიმის ბერძნულმა მართლმადიდებლურმა საპატრიარქომ დაგმო ისრაელის ეკლესიაზე თავდასხმა

იერუსალიმის ბერძნულმა მართლმადიდებლურმა საპატრიარქომ დაგმო ისრაელის ეკლესიაზე თავდასხმა

იერუსალიმის ბერძნულმა მართლმადიდებლურმა საპატრიარქომ დაგმო ისრაელის თავდასხმა ისტორიულ ეკლესიაზე, სადაც ღაზის სექტორში დევნილი მოსახლეობა აფარებდა თავს.

საპატრიარქოს წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქო უმკაცრესად გმობს ისრაელის თავდასხმას ღაზაში მდებარე ეკლესიის ერთ-ერთ შენობაზე.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ უდანაშაულო ადამიანებისთვის განსაკუთრებით ბავშვებისა და ქალების, რომლებმაც დაკარგეს სახლები ისრაელის დაბომბვის შედეგად, დასაცავად უზრუნველყოფილი ეკლესიებისა და მათთან დაკავშირებული დაწესებულებების, აგრეთვე თავშესაფრების დაბომბვა,  წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს და მისი იგნორირება შეუძლებელია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს და სხვა ეკლესიებს გადაწყვეტილი აქვთ განაგრძონ თავიანთი რელიგიური და მორალური მოვალეობის შესრულება გაჭირვებულთათვის დახმარების, მხარდაჭერისა და თავშესაფრის უზრუნველყოფით, მიუხედავად ღია თავდასხმისა ბაპტისტურ საავადმყოფოზე სკოლებზე და სხვა ორგანიზაციების ობიექტებსა და თავშესაფრებზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქო გააგრძელებს თავისი რელიგიური და მორალური მოვალეობის შესრულებას მაშინაც კი, როდესაც ისრაელი მოითხოვს ამ დაწესებულებების მშვიდობიანი მოსახლეობისგან დაცლას და ეკლესიებზე ხდება ზეწოლა ამ კუთხით და რომ საპატრიარქო არ იტყვის უარს ომისა და მშვიდობის დროს საჭირო ყველაფრის უზუნველყოფასა და თავისი რელიგიური და ჰუმანიტარული მისიის შესრულებაზე.

ღაზის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის სამიზნე გახდა ღაზაში მდებარე ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა" ისრაელის თავდასხმის შედეგად ეკლესიაზე, სადაც ასობით დევნილი პალესტინელი აფარებდა თავს.

პალესტინის ოფიციალური სააგენტო WAFA-ს ინფორმაციით, ღაზას სამხრეთით მდებარე აზ-ზეიტუნის უბანში მდებარე ისტორიულ წმინდა პორფირიუსის სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად გოგონა დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ეკლესია , #ღაზა

მსგავსი ინფორმაციები