ღარიბაშვილი: „ვიმედოვნებ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება მალე გაფორმდება“

ღარიბაშვილი: „ვიმედოვნებ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება მალე გაფორმდება“

2047949
ღარიბაშვილი: „ვიმედოვნებ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება მალე გაფორმდება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება მალე გაფორმდება.

ღარიბაშვილმა ამის შესახებ გუშინ, სამუშაო ვიზიტით საქართველოში ჩასულ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო არის ორი სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ღარიბაშვილმა განაცხადა: „ბატონ პრეზიდენტს (ალიევი) კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.

პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთმა უნდა მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რათა შენარჩუნდეს მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და დაამატა: „მინდა გამოთქვა იმედი, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება მალე გაფორმდება. ჩვენ ბატონ ალიევთან ვეთანხმებით, რომ სამშვიდობო შეთანხმება ზოგადად ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში. როგორც საქართველო, მზად ვართ წვლილი შევიტანოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარებაში. როგორც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა, ჩვენ უნდა შევძლოთ დამოუკიდებლად გადავწყვიტოთ რეგიონის პრობლემები და ჩვენი შემდგომი განვითარება“.



მსგავსი ინფორმაციები