ისრაელში მთავრობა ჩამოყალიბდა

ისრაელის მედიის ცნობით, პარლამენტში ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრა 2 იანვარს იგეგმება

1922441
ისრაელში მთავრობა ჩამოყალიბდა

პარტია „ლიკუდი“-ს ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელსაც დაევალა მთავრობის ფორმირება ისრაელში 1 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს გადასცა, რომ მისი კაბინეტი მზადაა.

21 დეკემბრის შუაღამისას მთავრობის ფორმირების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე ნეთანიაჰუმ დაურეკა ჰერცოგს და უთხრა, რომ მან მთავრობა ჩამოაყალიბა.

მას კაბინეტის სიის დაუყოვნებლივ გამოქვეყნება არ სჭირდება.

ისრაელის მედიის ცნობით, პარლამენტში ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრა 2 იანვარს იგეგმება.

ისრაელში, რომელიც ბოლო წლებში ვადამდელი არჩევნებისა და კოალიციური კრიზისის სპირალში იმყოფებოდა, 1 ნოემბერს გამართულ ვადამდელ საყოველთაო არჩევნებზე მემარჯვენე ბლოკის პარტიებმა, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით, აშკარა გამარჯვება მოიპოვეს 120 მანდატიან პარლამენტში 64 ადგილის მოპოვებით.

პრეზიდენტმა ჰერცოგმა ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირება 13 ნოემბერს დაავალა.

ახალი მთავრობა, სავარაუდოდ, „ყველაზე მემარჯვენე“ მთავრობა იქნება ისრაელის პოლიტიკურ ისტორიაში.



მსგავსი ინფორმაციები