ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება

ირანის ქალაქ თავრიზში მოსახლეობამ გააპროტესტა უშიშროების ძალების მიერ 3 ქალის დაკავების მცდელობა

1895809
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება

ირანის ქალაქ თავრიზში მოსახლეობამ გააპროტესტა უშიშროების ძალების მიერ 3 ქალის დაკავების მცდელობა.

ადგილობრივი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თავრიზში უშიშროების ძალების მცდელობას, დაეკავებინათ 3 ქალი, რომლებიც თავსაბურავს არ ატარებდნენ, საღამოს საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ქალებმა ირგვლივ მყოფი მოქალაქეების დახმარებით დააღწიეს თავი უშიშროების ძალებს. თავრიზის დიდ ბაზართან შეკრებილმა ადამიანებმა კი რეჟიმის წინააღმდეგ ლოზუნგების სკანდირებით გზა გადაკეტეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოვლენების დროს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და მანქანების მძღოლებმა აქციის მონაწილეებს საყვირებით მხარი დაუჭირეს.

დედაქალაქ თეირანში 13 სექტემბერს „მორალის პოლიციად“ ცნობილი ირშადის პატრულის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ემინის 16 სექტემბერს გადრაცვალებამ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

დემონსტრაციები, რომელიც ემინის დაკრძალვის შემდეგ დაიწყო 17 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქ საქქიზში, ბევრ ქალაქს მოედო.

ირანის უფლებადამცველთა სააგენტოს (HRANA) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 17 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით დემონსტრაციების დროს 233 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 32 ბავშვი და 26 უსაფრთხოების თანამშრომელი.

ზოგიერთი ირანელი ქალი თავსაბურავის გარეშე დადის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებსა და გამზირებზე, რათა გააპროტესტონ თავსაბურავის სავალდებულო ტარება.


საკვანძო სიტყვები: #საპროტესტო აქცია , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები