ბელარუსი სირიაში 200-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
ბელარუსი სირიაში 200-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
ბელარუსია სირიაში 200-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, რათა ამ ქვეყანაში რუსეთის ძალებთან ერთად იმსახურონ.
რუსეთისა და ბელარუსიის შეთანხმების პროექტის მიხედვით, რომელიც დაამტკიცა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა, ბელორუსის ჯარები ომის ზონების გარეთ მოსახლეობისთვის „ჰუმანიტარული დახმარების“ მიწოდებაზე იმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 3 თებერვალს განაცხადა, რომ ისინი ბელარუსიასთან წელს 20-ზე მეტ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ.
შოიგუმ, რომელიც დედაქალაქ მინსკში ბელარუსიის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა, განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსია 10-20 თებერვალს გამართავენ ერთობლივ სამხედრო წვრთნას სახელწოდებით, „მოკავშირეობის სიმტკიცე 2022“.
ლუკაშენკომ კი განაცხადა, რომ აღნიშნული წვრთნებით მიზნად ისახავენ უკრაინის საზღვრის გაძლიერებას.
„ვითარება იძაბება, იძულებულები ვართ ვუპასუხოთ,“ განაცხადა ლუკაშენკომ.