თავდასხმები დაღესტანში

დაღესტნის რეგიონში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმების სამიზნე პოლიციის განყოფილება, სინაგოგა და ორი ეკლესია გახდა

2155097
თავდასხმები დაღესტანში

რუსეთის დაღესტნის რეგიონში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმების სამიზნე პოლიციის განყოფილება, სინაგოგა და ორი ეკლესია გახდა, რის შედეგადაც 15 პოლიციელი და მღვდელი, ასევე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 6 თავდამსხმელი განეიტრალდა.

დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი მელიკოვმა ტელეგრამის არხზე თავდასხმების შესახებ განცხადება გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ მომხდარი იყო "ტერორისტული თავდასხმა" და დაამატა: "ჩვენ ვიცით, ვინ დგას ამის უკან და რა არის მიზანი ამ თავდასხმების ორგანიზატორების. ომი ჩვენს სახლში მოვიდა".

მელიკოვმა განაცხადა, რომ დაღესტნის პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია თავდასხმების ორგანიზატორებს და დაამატა: „ამ უპრეცედენტო ტერაქტს 15-ზე მეტი პოლიციელი შეეწირა. დაღუპულთა შორის იყო რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი მღვდელი. განეიტრალდა თავდასხმის  მომწყობი 6 მილიტანი“.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები ტერორისტულ აქტად იქნა შეფასებული და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღინიშნა, რომ დაუდგენელი შეიარაღებული პირები თურქეთის დროით დაახლოებით 18:00 საათზე თავს დაესხნენ მახაჩკალაში პოლიციის განყოფილებას, დერბენტში ორ ეკლესიასა და სინაგოგას.


საკვანძო სიტყვები: #დაღესტანი , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები