სომხეთი, თურქეთში სპეციალურ წარმომადგენელს ნიშნავს

სომხეთი, თურქეთში სპეციალურ წარმომადგენელს ნიშნავს

1747164
სომხეთი, თურქეთში სპეციალურ წარმომადგენელს ნიშნავს

სომხეთი, თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალურ წარმომადგენლს ნიშნავს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან ჰუნანიანმა განაცხადა, რომ ერევნის ადმინისტრაცია თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.

ჰუნანიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში, გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი მიესალმებიან, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯების განსახილველად ორივე მხარე სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავს და უახლოეს პერიოდში ჩარტერულ ფრენებს დაიწყებენ ერევანსა და სტამბულს შორის.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #სომხეთი

მსგავსი ინფორმაციები