საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შეხვდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შეხვდა

1732738
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შეხვდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა თავისი ქვეყნის დედაქალაქ პარიზში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს უმასპინძლა.

ყარაბაღის მეორე ომიდან ერთი წლის შემდეგ ლე დრიანი ბაირამოვს და მირზოიანს ცალ-ცალკე შეხვდა.

შემდეგ, ევროპის უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფის ეგიდით სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ლე დრიანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათ სურთ წვლილი შეიტანონ მხარეებს შორის დიალოგის გაძლიერებაში და სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში.

ფრანგმა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სურთ გააგრძელონ დიალოგი აზერბაიჯანთან და სომხეთთან.



მსგავსი ინფორმაციები