დაძაბულობა სომხეთის პარლამენტში

სარქისიანმა ოჰანიანი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა

1697173
დაძაბულობა სომხეთის პარლამენტში

სომხეთის პარლამენტში, მმართველი სამოქალაქო თანხმობის პარტიის წევრმა ჰაიკ სარქისიანმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სეირან ოჰანიანი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ, სხდომაზე მყოფმა ოჰანიანმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სარქისიანს, შემდეგ კი წყლის ბოთლი ესროლა, რის შემდეგ მმართველი და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები ერთმანეთს დაერივნენ.  ეს დაძაბულობა კარგა ხანს გაგრძელდა და მხოლოდ პარლამენტში შესულმა ჯარისკაცებმა შესძლეს დეპუტატების გაშველება



მსგავსი ინფორმაციები