აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

1520778
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის არმია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად სხვადასხვა პოზიციებზე თავდასხმების განმხორციელებელ სომხეთს ადეკვატურად პასუხობს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, მათი შეიარაღებული ძალების და  მოწინააღმდეგის საბრძოლო მოქმედებები ძირითადად გრძელდებოდა ფრონტის აღდერეს, ხოჯავენდის, ზანგილანისა და გუბადლის მიმართულებით.  „დღის განმავლობაში ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის, 4 BM-21 „გრადი“, 1 „კუბი“, 9 სხვადასხვა ტიპის ქვემეხი, 2 სატვირთო მანქანა და სხვა საბრძოლო მასალები,“ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა, სომხეთი კუთვნილი კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები