აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: „ოპერაციები გეგმის მიხედვით გრძელდება. დანიშნულება  ყარაბაღია“

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: „ოპერაციები გეგმის მიხედვით გრძელდება. დანიშნულება  ყარაბაღია“

1505706
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: „ოპერაციები გეგმის მიხედვით გრძელდება. დანიშნულება  ყარაბაღია“

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანის, პოლკოვნიკ ანარ ეივაზოვის განცხადებით, მათი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით დაწყებული ოპერაციები გეგმის მიხედვით წარმატებულად გრძელდება. მისივე თქმით, აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ,  ფრონტის ხაზზე სომხეთის კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო და ასევე  მათ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და საბრძოლო მასალების საწყობებს დიდი დარტყმა მიაყენეს ქვემეხების მეშვეობით.

„აზერბაიჯანის არმიას საბრძოლო მოქმედებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მხრივ არანაირი პრობლემები და სირთულეები არ აქვს. ყველა დავალება, რომელიც უზრუნველყოფასა და აღჭურვილობასთან არის დაკავშირებული, დროულად და წარმატებით სრულდება. ყველა ოპერაცია გეგმის მიხედვით სრულდება. დანიშნულება  ყარაბაღია,“ აცხადებს ანარ ეივაზოვი.


საკვანძო სიტყვები: #ყარაბაღი , #სომხეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები