ავღანეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად პროკურორი დაიღუპა

ავღანეთის პროვინცია გურში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად პროკურორი დაიღუპა

1287359
ავღანეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად პროკურორი დაიღუპა

ავღანეთის პროვინცია გურში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად პროკურორი დაიღუპა.

გურის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვაჰიდულა ნიზამიმ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პროკურორ აბდულ მუმინს ქალაქ ფიროზ კოჰში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ.

თავდასხმის შედეგად პროკურორი და მისი ძმა დაიღუპნენ, სამი ადამიანი კი დაიჭრა.

ნიზამის განცხადებით, თავდასხმასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოიძიება.

თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.



მსგავსი ინფორმაციები