ხამანეიმ ერაყში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლები შეაფასა

ხამანეიმ ერაყში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლები შეაფასა

1283013
ხამანეიმ ერაყში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლები შეაფასა

ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამანეიმ  Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში ერაყის დედაქალ ბაღდადის თაოსნობით ზოგიერთ ქალაქში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლები შეაფასა.

მან განცხადა, რომ ირანის და ერაყის ხალხი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება.

„მტერი ცდილობს შუღლის ჩამოგდებას, თუმცა ამას ვერ მოახერხებს და მათი შეთქმულება ვერ განხორციელდება“ - განაცხადა ხამანეიმ.  

ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და სამხრეთით მდებარე ქალაქებში 1 ოქტომბრიდან დღემდე „კორუფციის, უმუშევრობის და საჯარო მომსახურების უკმარისობის“ გამო საპროტესტო აქციები ეწყობა.

ქვეყნის მასშტაბით 1 ოქტომბრიდან დღემდე დემონსტრაციებზე 104 ადამიანი დაიღუპა, 6 ათას 107 კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #ალი ხამანეი , #ერაყი , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები