აზერბაიჯანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები თურქი სპეციალისტების დახმარებით აღმოაჩინეს

აზერბაიჯანში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევები თურქი სპეციალისტების დახმარებით აღმოაჩინეს

1250931
აზერბაიჯანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები თურქი სპეციალისტების დახმარებით აღმოაჩინეს

აზერბაიჯანში 24 ივლისს საღამოს სასწავლო ფრენის დროს კასპიის ზღვაში ჩამოვარდნილი საბრძოლო თვითმფრინავის MiG-29-ის ნამსხვრევები თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების სარდლობის წყალქვეშა სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა აღმოაჩინა.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კასპიის ზღვაში ჩამოვარდნილი აზერბაიჯანის საჰაერო ძალების კუთვნილი MİG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის საპოვნელად რეგიონში ჩასულმა წყალქვეშა სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა თვითმფრინავის ნამსხვრევების ადგილმდებარეობა ხელსაწყო ROV-ით დაადგინა.

ნამსხვრევების აღმოჩენის შემდეგ ჯგუფმა ჩაყვინთვა განახორციელა და თვითმფრინავის დიდი და პატარა ნამსხვრევები დააფიქსირა.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინსიტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი დადგინდა და სამძებრო სამუშაოებში თურქი სპეციალისტების მონაწილეობით თვითმფრინავის ზოგიერთი ნამსხვრევი ამოღებული იქნა.

თვითმფრინავის ნამსხვრევებისა და პილოტის სამძებრო სამუშაოებში დახმარების გასაწევად თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების სარდლობის 10 კაციანი წყალქვეშა სამძებრო სამაშველო ჯგუფი სტამბოლიდან ბაქოში გაემგზავრა.


საკვანძო სიტყვები: #თვითმფრინავი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები