ისრაელმა გუშინ საღამოს საჰაერო დარტყმა განახორციელა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე
ისრაელმა გუშინ საღამოს საჰაერო დარტყმა განახორციელა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე
ისრაელმა გუშინ საღამოს საჰაერო დარტყმა განახორციელა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე.
თავდასხმა განხორციელდა შენობაზე ბირ ალ-აბიდში, დაჰიეს რეგიონის ერთ-ერთ უბანში, სადაც ჰეზბოლა ძლიერია.
ისრაელის არმიამ თავდასხმა წერილობითი განცხადებით დაადასტურა და აღნიშნა, რომ სამიზნე იყო ჰეზბოლას შეიარაღებული ფრთის ერთ-ერთი მეთაური ალი კარაკი.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას ალ-ებიადმა თქვა, რომ ისრაელის თავდასხმების გამო მათ ჰქონდათ "ყველაზე სისხლიანი დღე" 1975-1990 წლებში ქვეყანაში სამოქალაქო ომის შემდეგ.
ებიადმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა.
გუშინ ისრაელის თავდასხმების შედეგად 492 ადამიანი, მათ შორის 35 ბავშვი დაიღუპა, 1645 კი დაშავდა.
მსგავსი ინფორმაციები
ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს
ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს