ავღანეთში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში გზის პირზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

1242716
ავღანეთში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში გზის პირზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.

ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის გუბერნატორის პრესსპიკერის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აფეთქდა, როდესაც მანქანამ გაიარა, რომელშიც ქორწილში მიმავალი ადამიანები იმყოფებოდნენ.

პრესსპიკერის თქმით, 10 დაღუპულიდან 3 ბავშვია, ხოლო 5 ადამიანი კი დაჭრილია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები