საქართველოში ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება

ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისში

1207768
საქართველოში ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება
wang yi.jpg

ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისში შეხვედრა გამართა საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანთან.

ზალკანიანმა ორმხრივი და გაფართოებული შეხვედრების დაწყებამდე პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ისტორიული უწოდა.

მისი თქმით, ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას.  

მინისტრმა ვან იმ კი დიდი კმაყოფილება გამოხატა საქართველოში ყოფნის გამო და დასძინა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები არსებობს.

მისივე თქმით, ჩინეთი მსოფლიოში მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოსა და სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.“-დასძინა ვან იმ.

მინისტრების განცხადებების შემდეგ პრესისათვის დახურული შეხვედრა გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები