ირანში წყალდიდობას 2 მაშველიც ემსხვერპლა

გულისტანის პროვინციაში ნავი გადაბრუნდა, რომელზეც დამხმარე ჯგუფი იმყოფებოდა

1171513
ირანში წყალდიდობას 2 მაშველიც ემსხვერპლა

ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში წყალდიდობით დაზარალებულ გულისტანის პროვინციაში ნავი გადაბრუნდა, რომელზეც დამხმარე ჯგუფი იმყოფებოდა. პირველადი მონაცემებით 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიკარგა.

ირანის საინფორმაციო სააგენტო ISNA-სთან საუბარში გულისტანის პროვინციის გუმუშანის რაიონის გამგებელმა განაცხადა, რომ გუშინ ღამის საათებში გადაბრუნდა ნავი, რომელზეც წყალდიდობით დაზარალებულებისათვის დახმარების გამწევი ჯგუფი იმყოფებდა.  

მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით ვერ დაადგინეს ნავზე ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა.

„ამ დრომდე 17 ადამიანი გადაარჩინეს თუმცა სამწუხაროდ, წყლიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიღეს. 3-4 ადამიანი დაკარგულია.“- აღნიშნა გუმუშანის რაიონის გამგებელმა.

ირანის ჩრდილოეთში, ჩრდილო-დასავლეთში, სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში გასული კვირიდან დღემდე ძლიერმა წვიმებმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება და მათ მიერ ჯებირებისა და ხიდების დანგრევა, ასობით სახლის დატბორვა გამოიწვია. ქვეყნის 25 შტატში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #წყალდიდობა

მსგავსი ინფორმაციები