ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 16 ადამიანი დაიღუპა

ავიაკატასტროფის გამო მიმდებარე სახლებში ხანძარი გაჩნდა

1125350
ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 16 ადამიანი დაიღუპა

ყირგიზეთის კუთვნილი ბოინგ - 707 ტიპის სატვირთო თვითმფრინავი ირანის დედაქალაქ თეირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კერეჯის აეროპორტში დაფრენის დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა.

ირანული სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკიდან ქალაქ კერეჯეში მიმავალმა სატვირთო თვითმფრინავმა ფეთჰის აეროპორტში იძულებითი დაჯდომის დროს განიცადა კატასტროფა.

ავიაკატასტროფის გამო მიმდებარე სახლებში ხანძარი გაჩნდა.

თვითმფრინავში მყოფი 16 ადამიანი დაიღუპა, 1 კი გადარჩა


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #ავიაკატასტროფა , #ბოინგი

მსგავსი ინფორმაციები